ჩვენ ვართ ლიდერები

ჩვენ შესახებ

2015 წლის საუკეთესო ლოჯისტიკური კომპანია

ჩვენი კოლექტივი

ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე

ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე

ჩვენი მომსახურება

 ჩვენ უკვე 9 წელია ვუზრუნველყოფთ, ჩამდინარე, ნავთობშემცველი და მოპოვებული წყლების, ზეთების, ლითონის, პლასტმასისა და ხის ნარჩენების ტრანსპორტირებას.

კომპანია „აზლოჯისტიკა“ მომსახურებას გაგიწევთ არა მხოლოდ აზერბაიჯანის ფარგლებში, ასევე უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს საერთაშორისო  დონეზე. ჩვენი პროფესიონალი კოლექტივისა და ლოჯისტიკის ბიზნესში მრავაწლიანი გამოცდილების წყალობით, თამამად გავაფართოვეთ  საზღვრები და გავედით საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ ვართ წამყვანი კომპანია აზერბაიჯანის ბაზარზე, რომელიც დაკავებულია საშიში და ფხვიერი მასალების ტრანსპორტირებით. საშიში მასალის ტრანსპორტირებაზე  კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს მთელი ქვეყნის ფარგლებში და გთავაზობთ საიმედო და ეკონომიურად სარფიან მომსახურებას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და უსაფრთხოების მკაცრი ნორმების დაცვით

კომპანია ამ სფეროში განთქმულია მაღალკვალიფიციური პერსონალისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მძღოლების წყალობით. ჩვენ ვიძლევით საშიში ტვირთის დადგენილ ვადებში უსაფრთხო ტრანსპორტირების განხორციელების გარანტიას მინიმალური რისკითა და ხარჯებით.

საშიში ტვირთისა და სითხეების გადაზიდვისას, ჩვენმა სახელოვანმა რეპუტაციამ უზრუნველყო კომპანიის გასვლა ლიდერთა პოზიციაზე. „აზლოჯისტიკა“ გამონაკლისი ოპერატორია აზერბაიჯანში ყველა სახის საშიში ტვირთის, სითხეების, ქიმიკატებისა და სხვა საქონლის გადაზიდვების სფეროში.

„აზლოჯისტიკა“-ს აქვს 22 წელზე მეტი დროის წარმატებული გამოცდილება  საშიში ტვირთის გადაზიდვებზე. 2009 წლიდან აზერბაიჯანში კომპანია ლიდერი გახდა მოცემული გადაზიდვების სფეროში უბადლო რეპუტაციით. ყველა მანქანა აღჭურვილია GPS-ნავიგატორის სისტემით, რომელსაც აკონტროლებს სადისპეჩერო.

ჩვენ მძღოლებს გააჩნიათ საჭირო კვალიფიკაცია და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ისინი რეგულარულად ესწრებიან საშიში ტვირთის გადაზიდვების სასწავლო სემინარებსა და ტრენინგებს. პერსონალი დაკავებულია საშიში ტვირთის ტრანსპორტირების მართვით, აგრეთვე გადის რეგულარულ ტრენინგებს ცოდნის გასაღრმავებლად: ძვირფასი და საშიში ტვირთის ტრანსპორტირება - ყველაზე რთული სახეობა საგზაო გადაზიდვებში. კომმპანიის ყველა სატრანპსპორტო საშუალება აღჭურვილია ზემოხსენებული ტვირთის გადასაზიდი სპეციალური მოწყობილობით.

9 წელზე მეტია ჩვენ ვახდენთ ჩამდინარე, ნავთობშემცველი და ნავთობის წყლების, საკვები ზეთების, ხის მასალის, პლასტიკისა და ლითონის ნარჩენების ტრანსპორტირებას.

ჩვენს ძირითად კლიენტებს წარმოადგენენ კომპანია ВР და მენარდეები, რომლებიც დაკავებულნი არიან ჩამდინარე წყლების შენახვით. მომსახურების გასაწევად ჩვენ ვიყენებთ სრულიად ახალ, ევროპაში შეძენილ ავტოცისტერნებს, რომლებიც შეესაბამება ყველა ნორმატიულ-სამართლებრივ მოთხოვნებს.

მძიმე ტვირთის გადასაადგილებლად ჩვენ წარმოგიდგენთ ტვირთამწეებს, რომლებიც პასუხობს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოცემული ტვირთის ტრანსპორტირებას დანიშნულ ადგილამდე. წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის პროფესიონალ წევრს ტვირთამწის სამართავად, აგრეთვე ვამარაგებთ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით.

„აზლოჯისტიკა“ ახორციელებს საწვავის, დანადგარების, მასალებისა და ნედლეულის ტრანსპორტირებას მთელ აზერბაიჯანში. ჩვენ განკარგულებაშია სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობა, ავტოცისტერნების, თვითმცლელებისა და ა.შ. ჩათვლით.

კომპანია „აზლოჯისტიკა“ გთავაზობთ  სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო მომსახურებას დაზიანების ადგილზე. თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების შეკეთება შეუძლებელია დაზიანების ადგილზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ევაკუაციას თქვენს ან ჩვენს სადგურზე, შეთანხმებისამებრ.

ბოლო სიახლეები

დაწვრილებით

კომპანია “აზლოჯისტიკა ენდ მენეჯმენტ სერვისის”-ის დირექტორმა ჟურნალ ”The Business Year” მისცა ინტერვიუ.

დაწვრილებით

TransCaspian 2016 მე-15 საიუბილეო კასპიის საერთაშორისო გამოფენა „ტრანსპორტი, ტრანზიტი და ლოჯისტიკა“.

გამოფენა TransCaspian и Road&Traffic – დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის სატრანსპორტო სფეროს განვითარებაში.